spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა დგება მთავარი საკითხი - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების...

“ახლა დგება მთავარი საკითხი – მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი” – ეკა ხერხეულიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, საუბრის მთავარი განსახილველი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები:

,,მიხეილ სააკაშვილი გადის ახლა მკურნალობას, კვლევებს. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. ყველამ ვიცით, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი საჭიროებს კვალიფიციურ და ფუნდამენტურ კვლევას.

მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა ეს არ არის ის გზა, რაც მისი ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს, არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან.

ახლა დგება მთავარი საკითხი – მისი განთავისუფლების საკითხი.

ამ საკითხებთან დაკავშრებით ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას გადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მას შემდეგ, რაც გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ჰოსპიტალში გადაიყვანეს,  შიმშილობა შეწყვიტა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...