პარასკევი, აპრილი 26, 2024

“…მე გეუბნებით, რომ ბიძინა ამერიკაში იყო და კონგრესმენებთან დაალაგა” – ელისო კილაძე

მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეხვდა კონგრესმენებს და უკვე მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები:

მოკლედ, დიდიან პატარიან, შინაურ გარეულიანად კი ამტკიცებთ რომ ბიძინა ამერიკაში არ ყოფილა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ იყო და კონგრესმენებთან დაალაგა.

ირაკლი ღარიბაშვილს უშვებს და კახა კუჭავას ნიშნავს პრემიერ-მინისტრად. ამიტომაც არ მგონია დაკითხვის ფრაგმენტების გამოგდება შემთხვევითი.

ახლა ოპოზიციის სტრატეგია მაინტერესებს – როგორ აგრძელებს ბრძოლას და დაბრუნდება თუ არა ბრძოლის დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები?!

p.s. მიშას ბრძოლის დღის წესრიგი ცხადზე ცხადია – თავი აქვს გადადებული ამ ქვეყნისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ინფორმაციისთვის: “დაკითხვის ფრაგმენტში” იგულისხმება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოში დისტანციურად ჩვენების მიცემისას განაცხადა, “ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი, არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება და არც ფინანსური“, ხოლო შეკითხვაზე – “ანუ მდივანივით გყავდათ ღარიბაშვილი?“, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი პასუხობს: “რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“. შესაბამისი ვიდეომასალა ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული