ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“მგონი პროპორციულის და შარლ მიშელის ტრიუკს უტარებს შვეიცარულ ბანკსაც, ვახ ჩემი, ეს რა კაცია” – ნინო ჯანგირაშვილი

ბერმუდის კუნძულების სასამართლოში, შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ “Credit Suisse”-ის წინააღმდეგ, დისტანციურად ჩვენების მიცემისას ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს ეხმიანება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ღარიბაშვილს რომ რაც გვინდა ის შეგვიძლია დავარქვათ ეგ იქით იყოს, მაგრამ ტიპი რაზე ედავება შვეიცარულ ბანკს ხვდებით?

მე რასაც მივხვდი იმ ვიდეოდან, ამტკიცებს ხელი ისე მოვაწერე რაღაცას, არ წამიკითხავსო, ღარიბაშვილმაც არ წაიკითხაო, ეგ “ვაფშე” არაფრის აზრზე არ არის და რა უნდა წაეკითხაო, ანუ ხელი კი მაქვს ხელშეკრულებაზე თუ რაღაც დოკუმენტზე მოწერილიო, მაგრამ არ ითვლებაო, როგორც ჩანს ამას უმტკიცებს სასამართლოს.

მგონი პროპორციულის და შარლ მიშელის ტრიუკს უტარებს შვეიცარულ ბანკსაც. ვახ ჩემი, ეს რა კაცია))))” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული