კვირა, ოქტომბერი 26, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა შევდივართ მკურნალობის ყველაზე უფრო რთულ ფაზაში" -...

“ახლა შევდივართ მკურნალობის ყველაზე უფრო რთულ ფაზაში” – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე

,,მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია შიმშილობის შემდგომი პროცესის სწორად მკურნალობა, რადგან ნებისმიერი შეცდომის დაშვების შემთხვევაში ფატალურობის რისკი საკმაოდ მაღალია:

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება. კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით, რომელიც ჩატარდა – გადმოყვანის და დაბინავების. ადვოკატების ვიზიტები, ბუნებრივია, რომ შეუზღუდავია. თუმცა, გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი.

ჩვენ ახლა შევდივართ მკურნალობის ყველაზე უფრო რთულ ფაზაში, რომელიც ფილიგრამულ ჩარევას საჭიროებს. პრაქტიკულად გამორიცხავს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას იმიტომ, რომ ძალიან მაღალი არის რისკი შეცდომის ფატალურობის, თუ ეს იქნა დაშვებული.

მინდა, რომ შედგეს სწორი პროტოკოლი ე.წ. რეფიდინგი და ამის შემდგომ უკვე დაიწყოს სრულფასოვანი და სწორი მკურნალობა ძალიან რთული ფაზის – შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია ყოველდღიური ანგარიშგება, იგივე ბატონ ნიკასთან და სამივე ჯგუფთან.

სახალხო დამცველის მანდატი შეუზღუდავად მუშაობს და მას ვერავინ შეაფერხებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...

ბონდო მძინარაშვილი: “სიის პირველ ათეულში ყოფნას მეორე და მესამე ათეულში ყოფნა სჯობს… “თუ კაცი...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ირონიული...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...