spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ფრთხილები, როცა არის...

“ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ფრთხილები, როცა არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი, როცა ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე“ – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიიღო გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რისი წინაპირობაც გახდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და სიფრთხილე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში:

,,ჩემი ამ რადიკალური ზომის – შიმშილობისა, აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ჩემი პოზიცია იყო ძალიან გამჭვირვალე. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე ვითარებამდე, როდესაც მის სიცოცხლეს მიადგა დიდი დარტყმა. ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში.

მე, რა თქმა უნდა, შიმშლობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული – ექსპერტებთან, ჩემ კოლეგებთან საუბარზე.

გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით – მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ფრთხილები ამ ვითარებაში, როცა არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი, როცა ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...