კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვინდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, გავაჟღეროთ მოთხოვნები, რომელზეც მთელი...

“გვინდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, გავაჟღეროთ მოთხოვნები, რომელზეც მთელი სამედიცინო სფერო თანხმდება” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზებით, საკანონმდებლო ორგანოში სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. როგორც ექიმები აცხადებენ, სასიცოცხლოდ აუცილებელია მესამე პრეზიდენტის დაუყონვებლივ იქნეს გადაყვანილი მრავალპროფილურ კლინიკაში, რათა სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ.

სერგო ჩიხლაძე მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები შევიკრიბეთ ამჯერად პარლამენტში. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ გვინდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, გავაჟღეროთ მოთხოვნები, რომელზეც მთელი სამედიცინო სფერო თანხმდება.

პირველი – დაუყონებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი მაღალ პოლიპროფილურ კლინიკაში. მეორე – გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და მათ ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს, შეწყვიტონ სამარცხვინო ქმედებები და მესამე – ვუცხადებ აბსოლუტურ მხარდაჭერას იმ მოშიმშილე ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შიმშილობენ: დეპუტატები, ელენე ხოშტარია, ასევე რამდენიმე ჩვენი კოლეგა, ბატონი პაატა ბურჭულაძე, რეგიონებში მოშიმშილე ადამიანებს”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...