სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“ადამიანურად შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კვდება ეს კაცი…” – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილი შესახებ

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს საკმაოდ გაუარესდა, თუმცა როგორც შემდგომში აღინიშნა, ამ ეტაპზე მდგომარეობა უკვე სტაბილურია. მიმდინარე მოვლენებზე ემოციური კომენტარი გააკეთა ,,მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ:

,,პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ სააკაშვილი ახლა კარგად არის! მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება!

მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, –  ქალბატონი დემურიშვილი.
პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ახლა უკვე ექიმებსაც ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია?!

თავიდან ბოლომდე ამის მოყოლა, თქვენთან ბოდიში… რომ შემოვიდა უკვე მივხვდით, მართალი გითხრათ წამოსვლას ვაპირებდით, რომ ზედმეტი ენერგია აღარ დაეხარჯე ჩვენზე. იმიტომ, რომ დღეს უკვე დილიდანაც, როგორც ვიცი, ცუდად იყო და ამდენი ჩასვლა-ამოსვლა, ლაპარაკი და საუბარი უჭირდა, რამდენიმეჯერ თავის ასე მაგიდისკენ წევდა… კი არ არტყამდა ან გული მისდიოდა, მაგრამ უჭირდა თავის დაჭერა.

მერე უკვე, რომ გამოვდიოდით ჩვენ ადგა და გაყავდა ბადრაგს, მოწყვეტით წაიქცა. ისეთი ეჭვი მაქვს, რომ ალბათ, როცა ადგა, ესე იცის ხოლმე, სისხლი რომ მიდის თავიდან…

ნუ მართალი გითხრათ, სამწუხაროდ, აღმოვაჩინე ჩემ თავში ის, რომ ასეთ ვითარებებში სრული დამბლა მემართება. ძალიან ვწუხვარ, ეს არ ვიცოდი.

მოკლედ, მოვიდნენ ექიმები. მე კი მომეჩვენა საუკუნედ სანამ ჩამოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში მოკლე ხანში მოვიდნენ.
მართლა მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს კრიზისიდან. მაგრამ ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?

ჩემი მთავარი ინტერესი არის, რომ ეს კაცი აქედან რომ გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს, იმიტომ რომ ადამიანურად შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კვდება ეს კაცი…”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული