ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები კონკრეტულ შემთხვევებში, საფრთხეს უქმნის...

“საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები კონკრეტულ შემთხვევებში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს” – თეა ახვლედიანი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია წარადგინა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებებთან დაკავშირებით:

დღევანდელი ჩემი მოხსენება უკავშირდება სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ჩემი დანიშვნიდან გასულ, ფაქტიურად ერთწლიან პერიოდს, რომელიც, მოგეხსენებათ, იყო – ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე – უპრეცედენტოდ რთული, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა – რაც განპირობებულია დეფაქტო ანექსიისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციით, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით – კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა.

პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რისი ნათელი მაგალითიც სწორედ ამ დღეებში იყო გენადი ბესტაევის შემთხვევა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე – მათ შორის, ირაკლი ბებუა აფხაზეთის მიმართულებით. რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...