spot_img
მთავარიარჩევნები"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ საკრებულოს და მერის...

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ საკრებულოს და მერის უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებულ საკითხს” – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას ავრცელებს საკრებულოების და მერების უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებით:

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებულ საკითხს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. ცესკომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, ვადის ათვლაც საბოლოო შედეგების შეჯამებიდან დაიწყო. საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

რაც შეეხება მერის უფლებამოსილების ვადებს, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. შესაბამისად, თბილისის მერის უფლებამოსილება იწყება 24 ნოემბერს, ხოლო იმ მუნიციპალიტეტების მერების, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა – 21 ნოემბერს“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...