spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი...

“ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან!” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მედიისა და საზოგადოებისათვის განმარტებები გააკეთა მის შიმშილობასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება იგი. მისი თქმით, მზად არის ყველა კომუნიკაციაზე, რომელიც იქნება ორიენტირებული შედეგზე, რაც გულისხმობს ვითარების განმუხტვას:

,,მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც, კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, – შედეგზე იქნება ორიენტირებული. შედეგი კი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან წაგება თუ კუნთების თამაში.

ამიტომ ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში – ,,ქართული ოცნებიდან“.

ძალიან დეტალურად ვესაუბრე ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია! რა არის ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში.

ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან!“, – ელენე ხოშტარია

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიასთან დღეს იმყოფებოდნენ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილი. აღსანიშნავია, რომ დღეს პარტია ,,დროას“ ლიდერის შიმშლობის მე-15 დღეა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...