კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, ხოლო უკვე დაჯარიმებულ ნებართვის მფლობელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, გაუუქმდათ ჯარიმა:

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცედურებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება.

რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მათ დარჩათ ვალდებულება წარადგინონ საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში დასკვნები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოქალაქეებისთვის შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები და ფინანსური ხარჯი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებელო პროცესის კონტროლი შესუსტდება.

ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლი სუსტდება. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ცვლილებების მიზანია, მოქალაქეებს ავარიდოთ ბუნდოვანება და შევამციროთ ბიუროკრატიული პროცედურები, ასევე ავარიდოთ ფინანსური ხარჯი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადო პარლამენტს თანაშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...