spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რაც ხდება ქვეყანაში ეს არის დანაშაულებრივი სიჯიუტე...

“ის, რაც ხდება ქვეყანაში ეს არის დანაშაულებრივი სიჯიუტე “ქართული ოცნების” მხრიდან” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია ,,პირველზე”, გადაცემაში ,,დღის ამბები”, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მიუღებელია დანაშაულებრივი სიჯიუტე ,,ქართული ოცნების” მხრიდან, რადგან საქმე ეხება უკვე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარებას:

,,ის, რაც ხდება ქვეყანაში ეს არის დანაშაულებრივი სიჯიუტე ,,ქართული ოცნების” მხრიდან. თითქოს ერთი მარტივი საკითხი, რომ სამოქალაქო-სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თუ არ განმუხტვავდა, გარკვეულწილად მაინც დაიწყებოდა განმუხტვის პროცესი ამ სიტუაციაში – ელენე ხოშტარია არ იშიმშილებდა, სხვებიც არ იშიმშილებდნენ. მაგრამ მმართველი პარტია დანასაულებრივად ჯიუტობს და სურს რაღაც დაამტკიცოს. რას ამტკიცებს ეს მე ვერც გავიგე! ვის უმტკიცებს?! ქვეყანას, სახელმწიფოს?! მითუმეტეს ის უტიფარი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე უმრავლესობისა თუ ,, ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან.

მე მთავარ კითხვას ვსვამ: როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?! სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ პროცესს ნამდვილად ამძიმებს თვითონ შიმშილობის ფაქტი – მიხეილ სააკაშვილის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ნორმალური ინფორმაცია არ გვაქვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ იმედად ლამის ერთადერთი ინსტიტუცია დარჩა, სახალხო დამცველის, რომელიც ახლა ქმნის დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს და იგი მმართველი პარტიის პერსონალური თავდასხმების ობიექტი გახდა. ვინც არ ეთანხმება ,,ქართული ოცნების” მოსაზრებას, მათთვის ყველა არის ქვეყნის მტერი, ,,ნაც. მოძრაობა “, მიშისტი… დიდ უბედურებაში ვცხოვრობთ!

მე შეგახსენებთ, რომ ეს არის მე-3 და ალბათ, ყველაზე რთული პოლიტიკური კრიზისის ფაზა! გაგახსენებთ, პირველი იყო – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება 20 ივნისის შემდეგ და მას 8 მარტის შეთანხმება მოჰყვა, შემდგომი იყო გასული წლის, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმება მოჰყვა.

ეს 2 უმძიმესი პოლიტიკური ფაზა გვაჩვენებს რას, რომ სულ ასე ჯიუტობს ,,ქართული ოცნება”, ცდილობს დრო გაიყვანოს, ახალ წლამდე მიიყვანოს და ა.შ, მაგრამ ახლა ასე მარტივად არ დგას საკითხი – ადამიანების ჯანმრთელობის საკითხი დგას! ეს ხომ ვერ გაგრძელდება მარტამდე და აპრილამდე?!

ეს ხელოვნური, ვითომ გულთან მიტანილი ელენეს პრობლემა და თითქოს აქ განიცდიან და იქ არ განიცდიან – ძალიან იაფფასიანი მგონია! რაღაცნაირად თავიანთი თავისთვის ეძებენ გამართლებას.

დეპუტატებს კი მინდა ვუთხრა, რომ ხალხნო, ამ ქვეყანაში სულ 3 მლნ ადამიანი დავრჩით და არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც. ეს სიჯიუტე, რომელიც ახლა თქვენი მხრიდან ხორციელდება სადამდე მიგვიყვანს, ხომ შეიძლება დავფიქრდეთ?! რა გახდა? ბოლოს და ბოლოს, რუსეთიც ბედნიერია, პუტინიც ბედნიერია, ჩვენი ყველა მტერი ბედნიერია და ჩვენი ყველა გულშემატკივარი მტრად არის გამოცხადებული?! ქვეყანას ერთმანეთის გარეშე ხომ ვერ ავაშენებთ?! გადავუაროთ ერთმანეთს?! რაც მივიღებთ? – კითხვას ვუსვამ ირაკლი კობახიძეს, უმრავლესობის წევრებს, “ქართული ოცნების” მთავრობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...