spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით სერგეენკო: "სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა...

დავით სერგეენკო: “სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს”

ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან. ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს“. – ამის შესახებ ვიცე0სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება, შესაბამისობაში მოყვანა და ამისთვის ყველა პირობა უზრუნველყოფილია. მისივე თქმით, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ.

ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნებისმიერი საზოგადოებისთვის უმაღლესი ღირებულებაა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს მმართველ ძალას ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ დეკლარირებულად აქვს ნათქვამი, არამედ რეალური საქმით აქვს დადასტურებული.

ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და თავიანთ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, მათ მაქსიმალური მოვლა ჭირდებათ და შესაბამისი სტანდარტის მონიტორინგი და მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ის პარადოქსი თუ უცნაურობა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ.

ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მჭიდრო მონიტორინგი გვქონდა, თუმცა, თავისთავად ცხადია, ეს მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს იმისათვის, რომ შესრულდეს ამოცანა- სამოქალაქო სექტორის ექიმებმა და სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებმა მონახონ საერთო ენა, რადგან საბედნიეროდ ისინი კოლეგები არიან, საბედნიეროდ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი და უკლებლივ ყველა ლაბორატორიულ – ინსტრუმენტული ტესტი არის თვლადი და უბრალოდ შეუძლებელია ორმაგი ინტერპრეტაციის გაკეთება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...