spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანური დიდი უპირატესობა რაც გქონდათ, სამწუხაროდ თქვენ ის...

“ადამიანური დიდი უპირატესობა რაც გქონდათ, სამწუხაროდ თქვენ ის დაკარგეთ” – ალექსანდრე ელისაშვილი “ქართულ ოცნებას”

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის დიდი უპირატესობა, რასაც ადამიანების ადამიანურად მოქცევას გულისხმობს, დაკარგა და ის კადრები, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელდა, უღირსობა იყო:

„ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ და ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად, მით უფრო ციხეში. მე სააკაშვილისადმი დამოკიდებულება რაც მქონდა, ისევ ის მაქვს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შეურაცხყოფა იყო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა. კამო პეტროსიანი არ სჩადიოდა ასეთ რაღაცეებს რაც სააკაშვილმა გააკეთა, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები რაც ვნახეთ იყო უღირსობა.

ის ადამიანური დიდი უპირატესობა რაც გქონდათ, სამწუხაროდ თქვენ ის დაკარგეთ. არ ვიცი ამას გრძნობთ თუ ვერ გრძნობთ? პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს – ადამიანური და პრაგმატული. პრაგმატულადაც დაზიანდით, სახელმწიფო დააზიანეთ და ადამიანურადაც დამაზიანებელი იყო. უღირსობა ვნახეთ მეტი არაფერი“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...