შოშია (შროშანი) – Common starling (Sturnus vulgaris)

31

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო გაგვაცნობს კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველს – შოშია (შროშანი) – Common starling (Sturnus vulgaris).

სხეულის სიგრძე: 19-22 სმ. დამახასიათებელია სხეულის მკვეთრი შავი შეფერილობა, მომწვანო-მოლურჯო ელფერით, და ყვითელი ნისკარტი. ზამთარში სხეული ხშირი, თეთრი ლაქებით ეწინწკლება და ნისკარტი უმუქდება. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო შეფერილობისაა, ღია ფერის ყელით.

ბუდობს როგორც კოლონიებად, ისე ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ფუღუროში, სოროში ან შენობის ხვრელში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – მაისში და მეორედ – ივლისში. დებს 5-8 კვერცხს.

მისი ჰაბიტატია მეჩხერი ტყეები, ბუჩქნარები, ველები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ადამიანის სამოსახლო.

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები პუბლიკაციაზე