spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპენიტენციური სამსახურის განმარტება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით

პენიტენციური სამსახურის განმარტება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტებას აკეთებს, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...