ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე განმარტებებს აკეთებს და მოითხოვს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას:
“SOS!!!
დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე-18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!!
ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა!
ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!!
გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ!!!!!!!
P.S. არ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა კოვიდრეგულაციების დაცვის გარეშე მოხდა“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

