პარასკევი, აპრილი 26, 2024

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა და ამტკიცებს, რომ ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია:

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა.

ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას.

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად პირადად აკონტროლებს ადგილზე ვითარებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე საათით ადრე უწყებამ ასევე გაავრცელა სპეციალური განცხადება:

პენიტენციური სამსახური: N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა
N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული