პარასკევი, აპრილი 19, 2024

“გვქონდა შესაძლებლობა რაიმე შეგვეცვალა კენჭისყრის დღის პროცედურებში რომ არ მიგვეღო ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გამოიყენა” – ანა კობახიძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა ცესკოში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის შედეგი, რაც დღეს ქვეყანამ არჩევნების შემდეგ მიიღო, მასობრივმა გაყალბებამ გამოიწვია. ანა კობახიძის თქმით, 203-ე პრიმა მუხლი იძლეოდა შესაძლებლობას, რაიმე შეცვლილიყო კენჭისყრის დღის პროცედურებში, თუმცა ეს შესაძლებლობა ცესკომ არ გამოიყენა და მეტიც ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს აბრალებს, რომ არ იცვლება კენჭისყრის დღის პროცედურები:

ზუსტად ვიცოდი, რომ დღევანდელი პროცედურები, მოიტანდა შედეგს, რომელიც გვაქვს ახლა მეორე ტურის შემდეგ და გამოიწვევდა დღევანდელ გარეთ არსებულ ხმაურს. ბატონო გიორგი თქვენთან მქონდა კითხვა, იმიტომ რომ ჩემს კოლეგებს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ კარუსელთან დაკავშირებით, არ სჯერათ, რომ უბნებში კარუსელი ხდება. ხომ არ გახსოვთ ის გატანილო ბიულეტენი, რომელიც ერთი უბნიდან მეორეზე მოხვდა, რომელი პარტია იყო შემოხაზული ბიულეტენზე? გამიკვირდება, რომ რომელიმე სხვა პარტია იყოს “ქართული ოცნების” გარდა.

203-ე პრიმა მუხლი გვაძლევდა შესაძლებლობას, რაიმე შეგვეცვალა კენჭისყრის დღის პროცედურებში, რომ არ მიგვეღო ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ის პარლამენტს აბრალებს, რომ არ იცვლება კენჭისყრის დღის პროცედურები და ა.შ.

იქნებ თქვენი მტკიცებულება გეჩვენებინათ, რა იყო შემოხაზული ბიულეტენზე, რომ ჩემმა კოლეგებმა დაიჯერონ კარუსელის არსებობა”, – განაცხადა ანა კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული