კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს"...

“გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს” – ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას მიმართავს

სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის ღია წერილი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამის, გრიგოლ ბრეგაძისადმი:

გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას – სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის და მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა.

გრიგოლ, კარგად მახსოვს შენი სიხარული და სიამაყე, როდესაც შენი შვილი პრეზიდენტის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში განათლების მისაღებად. იმ პრეზიდენტის, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტკინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი.

დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პატრიოტი ციხეშია. (ისტორია განსჯის სამართლიანად თუ არა) მე მიმაჩნია, რომ შენი მოქალაქეობრივი ვალია, როგორც ექიმის, ჰუმანისტის, მშობლის გამოხატო საზოგადოდ შენი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყონებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციურ ჰოსპიტალში.

გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს, ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემ მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!” – მიმართავს ნიკოლოზ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...