კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი მეუღლესთან ერთად მოვათავსეთ რეანიმაციაში, ჯერ ქალი დამძიმდა,...

“ქალბატონი მეუღლესთან ერთად მოვათავსეთ რეანიმაციაში, ჯერ ქალი დამძიმდა, შემდეგ – ქმარი…” – ბექა გზირიშვილი ტრაგიკულ ისტორიას ჰყვება

„ერთად გავუმკლავდეთ“ – ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი – „ერთად გავუმკლავდეთ“ – კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება:

მე გახლავართ ბექა გზირიშვილი, უმცროსი ექიმი. მართალია, მხოლოდ 24 წლის, თუმცა, იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, იმდენჯერ ვნახე სახეზე ბოლოს გადმოგორებული ცრემლი, მგონია, ბიოლოგიურ ასაკთან შედარებით, ბევრად უფრო დიდი ვარ… ამიტომ, გთხოვთ, აიცერით…

პანდემიის პირველი დღიდან-დღემდე, ჩემი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი. რეჟიმი რთულია და არც ღამისთევაა იოლი, მაგრამ ექიმის პროფესია იმითაა გამორჩეული რომ თავგანწირვას მოითხოვს – უანგარო სიყვარულს, გულისცემის, სუნთქვის, თვალებში ანთებული სხივის დაკვირვებას… ჩვენ სიკვდილს ხელებიდან ვაცლით ადამიანებს, მართალია, ზოგჯერ ვერ ვიმარჯვებთ, მაგრამ დაუღალავად ვცდილობთ, არ ვნებდებით…

აი, უკვე მეორე წელია, ეს ბრძოლა გრძელდება…

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ვიცოდი რა მინდოდა, ვიცოდი რისკენ მიმიწევდა გული, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი რომ დადგებოდა მომენტი, როდესაც მეც ისეთივე მნიშვნელოვანი ვიქნებოდი კლინიკაში, როგორც ყველა სხვა, დაწყებული ტექნიკური პერსონალიდან, უმაღლეს მენეჯერულ რგოლამდე. ორთაბრძოლაში პირველი ტალღიდან ჩავერთე. დაოჯახებული არ ვარ. თავიდან 72 საათიანი განრიგი მქონდა, ზედიზედ 3 დღე-ღამე კვირაში, თუმცა უწყვეტადაც მიმუშავია, 8-9 დღეც, ეს საკმაოდ რთულია…

განსაკუთრებით შემძრა ერთმა შემთხვევამ: ქალბატონი მეუღლესთან ერთად მოვათავსეთ რეანიმაციაში, ჯერ ქალი დამძიმდა, შემდეგ – ქმარი. ამხნევებდნენ ერთმანეთს, თითქოს, ყოველდღე ემშვიდობებოდნენ კიდეც. არცერთი არ იყო აცრილი… ერთ დარბაზში იყვნენ, შირმებით გავტიხრეთ, რათა ერთმანეთის ტანჯვა არ დაენახათ. „იბრძოლე“, – ეუბნებოდა კაცი მეუღლეს, – „იბრძოლე, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს“! მამაკაცი დამძიმდა და ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო, ბოლოს კი, მხოლოდ ქალი გადარჩა: „არ მჯეროდა რომ კოვიდი არსებობდა, აქედან რომ გავალ, საკადრის პასუხს გავცემ მათ, ვინც საწინააღმდეგოს მეტყვის. ამ ოთახის მიღმა ხალხი ილუზიაშია“…

მე კი მინდა გითხრათ – აიცერით, ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა, ერთად გავუმკლავდეთ!” – მოუწოდებს საზოგადოებას ბექა გზირიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...