spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე აქედან, ჩემი ფეხით, არ ჩამოვალ - წამიყვანეთ...

“მე აქედან, ჩემი ფეხით, არ ჩამოვალ – წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!” – მიხეილ სააკაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირების და ე.წ. დანიშნულების ადგილიდან პატიმრის პროტესტის კადრების გავრცელებასთან ერთად უწყებამ განმარტება გააკეთა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არ ემორჩილებოდა დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევოდა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს რეანომობილის დატოვებაზე, მწვავედ მიმართავს სამსახურის თანამშრომლებს და მოითხოვს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში დაბრუნებას:

მე არ ვაღიარებ არცერთ პროცედურას, არ გადმოვალ ჩემი ნებით!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თქვენს ოჯახს უნდა ვაცნობოთ და ადვოკატებიც უნდა შემოვიდნენ“, – სამსახურის თანამშრომლის ამ ნათქვამის თუ სხვა შეთავაზებების პასუხად მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მწვავე რეაქცია:

ადვოკატები და ჩემი ოჯახი მოვა აქ… რას აცნობებთ?! თქვენ აქ ჩადიხართ… თქვენ ხართ დიქტატორის მსახურები

არსად წამოვწვები და არაფერს არ გავაკეთებ. მე თქვენ არ გესალმებით. შენა ხართ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე?! პუტინის ბრძანებას ასრულებთ. მე არ დავმშვიდდები, ლეკვო ივანიშვილის. რა უნდა დავმშვიდდე?! წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში! მომისმინეთ კარგად – არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით, ვერ მიმიერთებთ მავთულს, ჩემი ნებით არცერთ სამედიცინო პროცედურას არ ჩავიტარებ, არ დავმშვიდდები! თქვენ ახლა ასრულებთ პუტინის ბრძანებას.

თქვენ ხართ ნამდვილი, უკანასკნელი ნაძირლები! თქვენ არა ხართ ადამიანები, შენ ხარ მკვლელი, თქვენს შვილთაშვილებს გაყვება ის, რომ ხარ მკვლელი ხართ. ყველანი ხართ მკვლელები! მე აქედან, ჩემი ფეხით, არ ჩამოვალ. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!

არ მაინტერესებს თქვენი პოზიცია, საერთოდ არ მაინტერესებს. შენ პუტინის ნაძირალა ჯალათო. შენ ნაძირალა მკვლელო. რა გქვია, მითხარი. შენისთანა ქართველები არიან, რომ პუტინს საქართველოს აბარებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...