კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიგანსხვავებული შეფასებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

განსხვავებული შეფასებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა პატიმრის უფლებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე და ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა

საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე“, – წერს რატი ბრეგაძეა ფეისბუქის პირად გვერდზე.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დროებითი ღონისძიება არ დაკმაყოფილდაო. თან, სასამართლომ, სააკაშვილს მოთხოვა შიმშილობის შეწყვეტაო.

ნახე, რატი, Granted – დაკმაყოფილდა :))) ნახე, რატი, under rule 39 – კონვენციის 39ე მუხლიო, დროებითი ღონისძიების დაკმაყოფიებაზეა ეგ მუხლი :))))

სააკაშვილი კონვენციის მხარე, ანუ სახელმწიფოა? როგორ უნდა დაავალოს ინდივიდუალს რამე? :)) ნახე, რატი, urge, მოუწოდა :)))

თან, რატი, თვითონვე რომ წერ, დაავალა შიმშილობის შეწყევტაო, და რატი, შიმშილობის შეწყვეტა როგორ დაავალა, თუ არ შიმშილობს და ფაფებს ჭამს? :))))))

რატი, არც ინგლისური იცი და არც სამართალი? რატომ, რატი, რატომ…“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...