ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

თეთრი ბოლოქანქარა – White wagtail (Motacilla alba)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა – გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი თეთრი ბოლოქანქარა (მასიქალა, მზეწვია, წყალწყალა, წანწკარა, კუდტანდრუქა) – White wagtail (Motacilla alba).

სხეულის სიგრძე: 16-19სმ. გამრავლების დროს დამახასიათებელია შავი შეფერილობის ყელი, კეფა, თხემი, ნისკარტი, კუდის შუა ბუმბულები და მკერდი; თეთრი ფერის სახე და მუცელი; ნაცრისფერი ზურგი და გრძელი, მუდამ მოქანქარე კუდი. ზამთრობით ფრინველის საერთო შეფერილობა მონაცრისფრო-თეთრია, მხოლოდ შავი ლაქა რჩება მკერდზე.

ბუდეს იკეთებს ქვეებს შორის, კლდეების ნაპრალებში, ფუღუროებში და სხვადასხვა ნაგებობის ხვრელებში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად აპრილის ბოლოს და მეორედ – ივნისის მეორე ნახევარში. დებს 5-6 კვერცხს.

მისი ჰაბიტატია მდინარეებისა და წყალსატევების სანაპიროები.

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული