spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება...

“სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა არაკანონიერად” – ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს, რაც გულისხმობს თანამონაწილეობას მკვლელობასა და წამებაში, რასაც მისი თქმის ადასტურებ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის განცხადება:

,,სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა არაკანონიერად, მათ შორის, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს. გარდა ამისა, ეს არის თანამონაწილეობა მკვლელობასა და წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში.

ამიტომ ასეთი განცხადებები კიდევ უფრო იქნება მზარდი, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. მათ შორის ,,Amnesty International“-ის ძალიან სერიოზული, მძიმე განცხადება დაიდო, რაც პირდაპირ ამბობდა იმას, რომ ეს არის წამება და არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება.

ეს არის ზუსტად ჩვენი პროტესტის შინაარსიც, რაც გულისხმობს ზუსტად იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში და შემდეგ უკვე ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ დავიბრუნებთ მოპარულ არჩევნებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...