შაბათი, აპრილი 27, 2024

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად აცრისთვის 60 და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი ერთჯერად დანამატი განისაზღვრა

ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზებისა და გააქტიურების მიზნით საკოორდინაციო საბჭომ ფინანსური წახალისების გადაწყვეტილება მიიღო და 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანი აცრის შემთხვევაში 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს:

200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.

ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.

ის მოქალაქეები, რომლებიც აცრის პირველ დოზას 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაიკეთებენ, ერთჯერად დანამატს 2022 წელს მიიღებენ,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული