კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რითიც პატიმარ სააკაშვილს აცნობებენ, რომ...

“რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რითიც პატიმარ სააკაშვილს აცნობებენ, რომ გადაჰყავთ მე-18 დაწესებულებაში, – ასეთი რამ არ არსებობს” – ნინო ლომჯარია

გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა და მათი საუბრის დეტალების თაობაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ვისაუბრეთ, მოვლენებს ის აღწერს შემდეგნაირად. როგორც განაცხადა, მას უთხრეს რომ შედგა კონსილიუმი და მან იცოდა კონსილიუმის გადაწყვეტილებით უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, საკუთარი ნებით დათანხმდა გადაყვანას. თუმცა, ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რითიც პატიმარ სააკაშვილს აცნობებენ, რომ გადაჰყავთ მე-18 დაწესებულებაში, – ასეთი რამ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, როგორც თქვა, მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს დაწესებულებაში.

მას ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ აქვს დაზიანებები, თუმცა ექიმს იგი არ გაუსინჯავს. დაზიანებებთან დაკავშირებით არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა სჯობს, რომ ექიმმა დაათვალიეროს და ამის თაობაზე შედგეს ოქმი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...