“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის გამო მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით: “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. კომენტარები – დატოვეთ თქვენი მოსაზრება