spot_img
მთავარისხვადასხვაგანათლების სამინისტროს კონკურსი - "მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ...

განათლების სამინისტროს კონკურსი – “მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსს – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ აცხადებს.

კონკურსის მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მავნე ჩვევებისა და ქცევითი დამოკიდებულების (ადიქციის) თავიდან აცილების ხელშეწყობა. კერძოდ, ადიქციისთვის დამახასიათებელი ისეთი გამოვლინებების პრევენცია, როგორიცაა: კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. ამასთან, კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეებში ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციასა და მოზარდების მიერ ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარების, ასევე, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებაზე.

კონკურსის ფარგლებში VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან ესეებს და გადმოსცენ თავიანთი შეხედულებები, თუ როგორ ესმით ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, როგორ უნდა დაიცვას მოზარდმა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, რომ მოსწავლემ არ შეიძინოს მავნე ჩვევები და არ განუვითარდეს ქცევითი დამოკიდებულება.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა საკონკურსო ნამუშევრებში წარმოადგინონ პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური ხედვა. ასევე, სასურველია, წარმოდგენილ ნაშრომებში აქცენტები გადატანილი იყოს პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანცირების პირობებში, მოზარდების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გაღრმავების პრევენციულ საშუალებებზე.

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან  დიპლომებით, კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარებისა და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.

კონკურსის ვადები

1.  სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 18 ნოემბრისა;

2.  მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 28 ნოემბრისა.

საკონკურსო პირობები

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.
  2. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დადებითი მხარეებისა და მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენების შესახებ და მოპოვებული მასალისა და საკუთარი ხედვის გათვალისწინებით შექმნან ესეები.
  3. ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.
  4. ესეს შინაარსი ორიენტირებული უნდა იყოს მხარდაჭერასა და თანადგომაზე.
  5. ესე არ უნდა იძლეოდეს რეალური პიროვნებების იდენტიფიცირების საშუალებას.
  6. ესე უნდა შეიქმნას  სპეციალურად ამ კონკურსისთვის.
  7. პლაგიატის შემთხვევაში ესე არ განიხილება.
  8. პიროვნების შეურაცხმყოფელი, აგრესიული, არანორმატიული ლექსიკის შემცველი ტექსტის შემთხვევაში ესეს ავტორი ვერ მიღებს კონკურსში მონაწილეობას.
  9. ესეს თან უნდა ერთოდეს კონკურსანტის/კონკურსანტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი).

შეფასების კრიტერიუმები

  1. დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება.
  2. აზრის ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ გამოხატვა.
  3. მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების  უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა.
  4. მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის დაცვა.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...