პარასკევი, აპრილი 26, 2024

ოქროსფერი კვირიონი (კვირიონი) – European bee-eater (Merops apiaster)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა – გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი ოქროსფერი კვირიონი (კვირიონი) – European bee-eater (Merops apiaster)

სხეულის სიგრძე: 25-29 სმ, ფრთების შლილი: 36-40 სმ. დამახასიათებელია სხეულის ნაირფერი შეფერილობა. ზურგი, კეფა, თხემი და ფრთის მფარავები წაბლისფერია. პირველი რიგის მომქნევები და სხეულის ქვედა ნაწილი მოლურჯოა, ყელი ყვითელია, ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი – შავი, თვალი წითელია, კუდზე შუა ბუმბულები წაგრძელებულია. ახალგაზრდა ფრინველი შედარებით ბაცია და ზემოდან მომწვანო ფერისაა.

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ფლატეებზე თავისსავე გათხრილ სოროში. მაისში დებს 5-6 კვერცხს.

მისი ჰაბიტატია მდინარეების თიხიანი, კლდიანი ნაპირები, თიხიანი და ქვიშიანი მშრალი ხევები და ქარსაცავი ზოლები გაშლილ ადგილებში.

IUCN-ის სტატუსი: LC

P.S. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ფრინველი ანადგურებს ფუტკარს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული