ხუთშაბათი, მარტი 28, 2024

“თქვენ ვერ აცნობიერებთ იმ საფრთხეს, რაც დაკავშირებულია მე-3 პრეზიდენტის შიმშლობასთან, ფატალურ შედეგთან, რომელიც შეიძლება დადგეს?!” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის სხდომაზე მწვავე შეფასება მისცა მმართველი პარტიის ლიდერების მიერ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციებს. ოპოზიციონერი ლიდერი მიმართავს ,,ქართულ ოცნებას“, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება საქმის სარგებლიანობიდან, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოიძებნება გზა ეროვნული თანხმობისკენ:

,,რაც შეეხება სააკაშვილის შიმშლობას და რაღაც ირონია იყო, რომ შიმშილობს/არ შიმშილობს – მე რა მოხდა… თქვენ ვერ აცნობიერებთ იმ საფრთხეს, რაც დაკავშირებულია მე-3 პრეზიდენტის შიმშლობასთან, ფატალურ შედეგთან, რომელიც შეიძლება დადგეს?! სარგებლიანობის მოტივით მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვა მაქვს: ცოცხალი ჯობია სააკაშვილი თქვენი პოლიტიკური ინტერესებისთვის თუ გარდაცვლილი?

რაზე ვლაპარაკობთ რა მშვიდობაზე ვსაუბრობთ?! როცა ქრისტიანობა, მორალი ამას გვასწვალის, რომ ადამიანის სიკვდილი, ცუდად ყოფნა არ უნდა გვიხაროდეს და ამაზე სეირი, ჩვენი პოლიტიკური კარიერა არ უნდა ავაწყოთ!

როცა დავიწყებთ საუბარს და ესეთი დისკუსიები, როცა გვექნება საქმეზე ორინტირებული და სახელმწიფო ინტერესებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, არა სარგებლიანობიდან მიღებული ინტერესებით, მაშინ შეიცვლება ამ ქვეყანაში ყველაფერი და მაშინ ვიპოვით გზას ეროვნული თანხმობისკენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული