კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს...

“გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე” – ხათუნა სამნიძე საპარლამენტო უმრავლესობას

ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც მკაფიო პოზიცია მე ჯერ არ მომისმენია. პირველი მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები. პირობა გაქვთ დადებული, ისევ როგორც ოპოზიციას აქვს პირობა დადებული, რომ ისინიც კენჭისყრაზე ამ დარბაზში შემოვლენ. ველოდები „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ ფრაქციასაც და თითოეულ დეპუტატს, ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი გარანტია და არა ერთადერთი არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით.

გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ ჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ. ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გასაკეთებელი და გადასადგმელი ეს ნაბიჯი, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...