კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიყოთ თანმიმდევრული - თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და...

“ვიყოთ თანმიმდევრული – თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით!” – ხათუნა სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე, არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში შესაბამის პოსტს აქვეყნებს. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პარლამენტში ყოფნა, რათა ოპოზიციის ხმების დახმარებით მოხდეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება:

რომელი ფრაქცია შეიძლება დაიშალოს და რომელს რა სახელი დაერქვას კი არა, აი, ამაზეა ყურადღება გასამახვილებელი!

მე გირჩევთ გაიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, აი სრულად პროპორციული სისტემა და დაბალი ბარიერი (რაც არ უნდა არ აიტერესებდეს ენმ-ს) რომ უნდა დადოს, ხვალვე რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, იგივენაირად გაგვისწორდება “ოცნება” 120/30-ზე სისტემით! ხო, 30 მაჟორიტარით ისევ უმრავლესობა ექნება?!

ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტში 2 კენჭისყრაა საჭირო. სულ რომ ყველა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ამ კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს.

არა პროპორციულს ანუ არა არჩევნებს სინამდვილეში, ნიშნავს – არა კოალიციას! არა არჩევნებს, რაც ბოლო დღეებია ისმის, ნიშნავს – დიახ, არა კოალიციას და კი ერთპარტიულობას ისევ. რა გზით, გასაგებია თუ დაფიქრდებით.

ამიტომ ვიყოთ თანმიმდევრული და თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით! ამით დასტურდება ყველა პარტიის განზრახვა, რა მომავალი უნდა სინამდვილეში.

დიახ, სწორად დაგეგმილი პროტესტი და გათვლილი, რაციონალური ნაბიჯები გვჭირდება, და არა ბიძინას გასახარად – ისევ გულზე მჯიღი!

ჩემი რჩევა იქნება, რის მიღწევასაც ვცდილობთ, იმას ერთი დიდი პრობლემა წინ არ დავახვედროთ – იგივე სისტემა მაჟორიტარებით“, – წერს ხათუნა სამნიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტის მანდატების დატოვების საკითხიც წამოწია და მიმართა დეპუტატებს – “ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ “ოცნება” საკუთარ თავთან მარტო“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...