ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კახა კალაძე: თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს

თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში და რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო-ოდირ-ის დასკვნაშია მოცემული, რათა კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ მომდევნო წლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია, ბათილი ბიულეტენები გადაითვალოს:

ბათილი ბიულეტენები ყოველთვის არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ასე რომ, შეუძლიათ, შერჩევით გააკეთონ გადათვლა, ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის უკვე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, თვითმმართველობის არჩევნებში ოპონენტს 11%-ით მოუგო და რომ დაფიქსირებულიყო იმ ტიპის დარღვევა, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდება შეეძლო, ამას დამკვირვებლების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული