სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული...

“პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს” – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომენტარს აქვეყნებს:

30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც.

მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა.

პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია.

ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...