spot_img
მთავარიკანონი და სამართალისაქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი...

საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია

2021 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა.

მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს – პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა:

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია. ვულოცავ პაატა სილაგაძეს და გიორგი გოგინაშვილს და ვუსურვებ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა საბჭოში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

დღესვე მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. მოსამართლეებმა დამოუკიდებელი ინსპექტორის ზურაბ აზნაურაშვილისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ილია დევიძის ანგარიშებიც მოისმინეს.

მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს სამოსამართლო ეთიკის წესების განახლებას.

კონფერენციას 266 მოსამართლე დაესწრო

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...