spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა წარმატებებს მისურვებდა, მეხვეოდა, მკოცნიდა - ეს არის...

“ყველა წარმატებებს მისურვებდა, მეხვეოდა, მკოცნიდა – ეს არის საყოველთაო სიყვარული” – ანზორ მელია

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კომენტარი გააკეთა მიმდინარე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებთ და აღნიშნავს, რომ მას სჯერა გამარჯვების. სწორედ ამიტომ მიატოვა საყვარელი საქმე და გადმოვიდა ბრძოლის წინა ფრონტზე:

,,ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ახლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი დამლოცეთ-მეთქი და უნდა გენახათ მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა, ყველა წარმატებებს მისურვებდა, მეხვეოდა, მკოცნიდა – ეს არის საყოველთაო სიყვარული.

მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია. მათ მაინც იციან, ვის მხარეს არის ზუგდიდში უპირატესობა.

დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება – ვნახავთ!

მე მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ! მე თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევუმსუბუქო ყოფა-ცხოვრება. მე ამიტომ მოვედი ზუგდიდში და იმიტომ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე, რომ მარტო კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება.

ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო! ისე, რომ გლეხს თუ ქალაქელს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ეს ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ჩქეფდა.

უარი უნდა ვუთხრათ ჩვენ დაპირისპირებას, ორად გაყოფას ქვეყნისას. ეს საზიანოა მთლიანად ქართველი ერისთვის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...