spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად,...

“ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა” – თეა წულუკიანი

მთავრობის ვიცე-პრემიერმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მოუწოდა შიმშილობის დასრულებისკენ და ირონიულად მიმართა, რომ 6 წელი ციხეში ყოფნისთვის დიდი დროა, რისთვისაც ჯანმრთელობა აუცილებელია. ამასთან, წულუკიანი იხსენებს იუსტიციის მინისტრობის პერიოდს და აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გლდანის მე-18 დაწესებულება კარგად არის მოწყობილი, როგორც თანამედროვები სტანდარტის საავადმყოფო:

,,ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა…

მე, როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე. ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს თუ სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას. ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსაც, მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ.

ჩემი მინისტრობის დროს ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მაგალითად, პატიმრებს არ უწევდათ უკვე 2020 წელს ამბოლატორიული თუ სტაციონალური მკურნალობისთვის თვეობით რიგში დგომა და მრავალი სიახლე, რაც მოწმობს, რომ დღეს მე-18 დაწესებულება, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეფორმების შედეგად, არის ძალიან კარგად მოწყობილი თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი საავადმყოფო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...