კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ხვალ არის დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში, ასევე...

“ხვალ არის დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ემზადება გამარჯვებისთვის!” – ხატია დეკანოიძე

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ქუთაისის მერობის კანდიდატმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძემ მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ჩართვისა და საკუთარი ნების დაფიქსირებისკენ, რადგანაც მიაჩნია, რომ მმართველი პარტიისთვისთვის ძალაუფლების წართმევა იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობის გზაზე:

,,ხვალ არის დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ემზადება გამარჯვებისთვის! ჩვენც ქუთაისში, რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მინდა, მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში დღეს აუცილებელია ცვლილებები, რომ ხვალიდან ჩვენ უნდა გავიღვიძოთ სრულიად ახალ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია, თავისუფლება, კოალიციური მმართველობა, ქალაქების თვითმმართველობა და ზოგადად ამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წართმევა იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დაიწყება ზუსტად ჩვენი მოქალაქეების ნების დაფიქსირებით.

ძვირფასო მეგობრებო, მობრძანდით ყველა არჩევნებზე ხვალ, დააფიქსიროთ თქვენი ნება, რასაც ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც დღეს ამუშავებული აქვს ხელისუფლებას!“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...