spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო...

“მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში” – პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზების საკითხს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია დაუყოვნებლივ მოითხოვს სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას. მათი თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას:

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. დუშვებელია ხელისუფლების მცდელობა, რომ პრეზიდენტი გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოში, სადაც ვერ იქნება დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. მითუმეტეს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის აღჭურვილი ყველა იმ ტექნოლოგიით, რაც აუცილებელია მოშიმშილე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და სამკურნალოდ.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 585 პატიმარი იქნა გადაყვანილი ციხიდან სამოქალაქო სექტორს პოლიპროფილურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის კურსის გასავლელად, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში ათასობით პატიმარი იქნა გადაყვანილი, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩასატარებლად.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ სტრადარტს, რაც საჭიროა სხვადასხვა კვლევებისა თუ მკურნალობის ჩასატარებლად. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს პირად შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გვერდზე გადაწიონ პირადი ანგარისშწორება და იზრუნონ მიშიმშილე პოლიტპატიმრის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...