ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დავათვალიერეთ ისტორიული ყოფილი ბაზა, რომელზეც შევთანხმდით, რომ აუცილებლად...

“დავათვალიერეთ ისტორიული ყოფილი ბაზა, რომელზეც შევთანხმდით, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობა კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეაფასა.
სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპორტული ბაზის პრაქტიკულად არარსებობა. ასეთ ფედერაციებს განეკუთვნება, სხვებს შორის, აკადემიური ნიჩბოსნობა და კანოე, სპორტის ოლიმპიური სახეობები, რომლებიც ნორმალური სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესის წარმართვას ძნელად ახერხებენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის ამ სახეობებში საქართველოს ჰყავს ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ხელშეწყობა ესაჭიროება.

მინისტრის თქმით, ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაციების პრობლემები ორმაგად უსიამოვნოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობებში დიდი ტრადიციები ჰქონდა და ფოთში მდებარე მალთაყვის ბაზაზე მოსამზადებლად და საშეჯიბროდ ქართველ სპორტსმენებთან არაერთი ქვეყნის სპორტსმენები ჩამოდიოდნენ.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ეტაპობრივად მოხდება მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია:

,,კანოეს ეროვნული ფედერაცია, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, ჰყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა სპორტსმენები, ვისაც სჭირდება განსაკუთრებული ხელშეწყობა. სწორედ მათი ინიციატივით დღეს ჩვენ მალთაყვაში, ფოთთან დავათვალიერეთ ისტორიული ყოფილი ბაზა, რომელზეც შევთანხმდით, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. ამისათვის მეც და სპორტის სამინისტროც უკვე მომავალი საბიუჯეტო წლიდან ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ხელისუფლებას მიაწოდონ, ორგანიზაციაში დაცული, მათი...

“რის იმედად გადიხართ არჩევნებზე?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ეს დიდებული ადამიანი არის ჩვენი სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...