ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“მიხეილ სააკშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული” – გრიგოლ ვაშაძე

პარლამენტის წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა მედიასთან:

რაზე ვილაპარაკეთ პრეზიდენტთან, ამაზე სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ -თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება იმას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ თუ არა – წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ “ბალაგანზე”, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა.

მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და, ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული.

მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული