კვირა, ივლისი 13, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს პრემიერი პირდაპირ აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას" - ხატია...

“საქართველოს პრემიერი პირდაპირ აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას” – ხატია დეკანოძე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე შეფასებებს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ კომენტარებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორ არ ესმით დემოკრატია და არჩევნების მნიშვნელობა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ მე-2 ტურში გაიმარჯვებს ოპოზიცია და ეს აიძულებთ მათ ისაუბრონ საკუთარ მოქალაქეებთან სიძულვილის ენით:

,,ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რამდენად კონტროლიდან და ჩარჩოდან არის გასული ეს ადამიანი, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფუნქციას. მათ შორის, ყოველგვარ პრინციპებს მოკლებული, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ მას არ ესმის რას ნიშნავს არჩევნები, დემოკრატია – არ ესმის ზოგადად როგორია საქართველოს მოსახლეობის ინტერესი!

საქართველოს პრემიერი პირდაპირ აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ მეორე ტურებში და რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება, მაშინ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შანტაჟით საბოტაჟს გამოუცხადებს საკუთარ მოსახლეობას, რაც არის განცხადებული დანაშაული საკუთარი მოსახლეობის მიმართ და რაც არის გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს, პირდაპირ უარყოფს დემოკრატიის მთავარ პრინციპს და არ აქვთ ინტერესი, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატოს საკუთარი ნება.

შესაბამისად მისი ეს სიძულვილის კამპანია ნიშნავს, რომ მათი შიში გულისხმობს იმას, რომ მათ ნამდვილად აქვთ ძალიან სერიოზული შინაგანი დაბრკოლება – იციან რა, რომ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ პრაქტიკულად ყველგან. ზუსტად ეს აიძულებთ მათ, რომ ყველანაირ პრინციპზე უარი თქვან და საბოტაჟით, შანტაჟის ენით ესაუბრონ საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...