spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს..." -...

“ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს…” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს – ირონიით დაწყებული გულისტკივილით დამთავრებული…:

მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი ყოფილ პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი, აბა, ერთი ლუკმა ჩემი ხათრით, მეორე ლუკმა იმის ხათრით… აბა, თვითმფრინავი მოფრინავს…

უფრო სწორად, მივიდოდი და ვეტყოდი, – დავით აღმაშენებელმა დატოვა გალობანი სინანულისანი, თავს უმძიმეს ცოდვილად მიიჩნევდა და იყო კიდეც და იმიტომ იყო ასე დიდი, რომ იცოდა, რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საუკუნეებში ადამიანის სიცოცხლის მიმართ, კანონის მიმართ და სასჯელის მიმართ სრულიად სხვა კრიტერიუმი და აღქმა არსებობდა.

ამ შიმშილობის გამოცხადებას მაშინ ჩავთვლიდი ღირებულ აქტად, რომ ეთქვა სააკაშვილს, ადამიანებო, ვისაც დაგინგრიეთ ცხოვრება, ფსიქიკა, შემეშალა თუ შეგნებულად გავაკეთე, ვგრძნობ რა ჩავიდინე, ვინანიებ და თქვენ გიძღვნით ამ თვითდასჯას, ვისთვისაც რამე დამიშავებია, მიიღეთ ჩემი სინანული, 40 დღე მოვკვდები და კიდევ 40 დღე თავიდან დაბადების შანსი მომეცით, რომ განახლებულ ადამიანად დავბრუნდე თქვენს შორის და არა ის, რომ ეს ამოდენა აღმაშენებელი ბიჭი რა უსამართლოდ ჩამასკუპეთ, მე ხომ იუსტიციის სახლი გავმართე და განა არ ღირდა ეს პროგრესი ადამიანების მასხარად აგდებად ან დასახიჩრებად, ან გამიზნულ, ან გადაცდომით მკვლელობად?

მაგრამ არა, მამა აბრამის ბატკნობას და უცოდველობას აპროტესტებს და ვერც სცენარის უგემოვნობას ამჩნევს, მხიარული ფანტომასივით მწვანილის გადასაზიდი ყუთით შემოსული ახლა ბავშვივით ფაფაზე რომ ამბობს უარს. ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, სანამ გავწონასწორდები, ყველა დარდს ერთად ვდარდობ, თუკი რამე შემიცოდავს და იმასაც, რაც არ შემიცოდავს. როგორ შეიძლება არასდროს არაფერს გადახედოს გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა და არასდროს არაფერი ინანოს.

სულ არ ვაპირებდი რამის თქმას ამ საკითხზე. ოცნების უმსგავსობამ მაიძულა – გოგო მოვიდა ახლა ჩემთან სახლში და მეტროში აღგზნებული ახალგაზრდების ბანდა ღრიალებდა ხალხის დასანახად, სააკაშვილს აგინებდნენო. შეგვეშინდა ხალხსო. ხოდა თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი კიდევ და იმ ხალხისაც, ფარშევანგებივით ცოცხებით რომ გამოდგით ტრასაზე და ბოლომდე კარგად ვერც ხვდებიან, რა აბუჩად იგდებთ მათ ისედაც უბადრუკობად ქცეულ ყოფას.

ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს და ვინც ამას აკეთებს, ყველაზე დიდი დამნაშავეა ქვეყნის წინაშე. ვცდილობ გრილი ვიყო და შორიდან ვუყურო ამ გროტესკს, რაც ხდება, მაგრამ ამომეთქმევინა, მტკივა მაინც, როგორც ჩანს. ყველა დღე მენანება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ დაკარგა სწრაფი განვითარების გზაზე და ამ სისულელეში გახარჯა დრო.

ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერი არსებობს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...