კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე - გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური...

კახა კალაძე – გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული

კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.

ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ; ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, ვერც რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ ყველას გვაწუხებს, პასუხი მაქსიმალურად გაეცეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვთ და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს.

სასაცილოა, ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს, ესენი იქნებიან თანამდებობებზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობად „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული“.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...