სამშაბათი, იანვარი 13, 2026
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდ საშვის პორტალის...

ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდ საშვის პორტალის საშუალებით განხორციელდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის ”დინამო”-სა და თბილისის ”დინამო”-ს შორის მატჩი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდ საშვის წარდგენით წარიმართა.

მაყურებელთა შესვლაზე კონტროლის კოორდინაცია სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა.

მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდ საშვის პორტალის საშუალებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც მატჩს ის პირები დაესწრნენ, რომელთაც მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაცია უდასტურდებოდათ, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანა უდასტურდებოდათ, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი უფიქსირდებოდათ.

კოვიდ საშვის პლატფორმით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის მატჩზე დასწრება უსაფრთხო/მწვანე ზონაში განხორციელდა.

პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ პორტალის https://covidpass.moh.gov.ge/-ზეა შესაძლებელი.

უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნესტლე საქართველოს” ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს”

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს "ნესტლე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ პარალელებს ავლებს ვენესუელის...

“ეკა კუპატაძე, ყველა აქციაზე თქვენს გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო...

შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტი, საავტორო...

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...