პარასკევი, აპრილი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა პროექტდება

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა პროექტდება

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისპანის ტორფნარები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან ერთად მოინახულა და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება მოსასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, სადაც მოსასვენებელი კოტეჯისა და სფაგნუმების მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე,გაკეთდება შემეცნებითისივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა მოეწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...