პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ მეორე ტურში, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ იმ პოლიტიკური პატიმრობიდან, რომელშიც ჰყავს დღეს ბიძინა ივანიშვილს!“ – გიორგი ბოტკოველი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან საპატიმროში კონსულტაციები გრძელდება. დღეს მასთან იმყოფებოდა თელავის მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი, რომელიც აღნიშნავს, რომ 20 დღიანი შიმშილობის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი მაინც მხნედ და შემართებით გამოიყურებოდა. მისი თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა ერთად უნდა გაიმარჯვოს, რათა დაიხსნან პოლიტიკური პატიმრობიდან:

,,ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად, ნახევარზე მეტი, რაც ვისაუბრეთ იყო თელავზე. ბევრ რამეს მეკითხებოდა. მიუხედავად ამდენი, 20 დღიანი შიმშილობისა, მისი ფიზიკური მდგომარეობისა – არის ძალიან მხნედ, შემართებით! მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ – ყველამ, თითოეულმა თანაგუნდელმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა!

შიმშილობის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, არ აპირებს! თუმცა, უარს არ ამბობს კონსულტაციაზე ექიმებთან. მზად არის მათთან ისაუბროს, ჰქონდეს კომუნიკაცია. ამ წუთის მდგომარეობით ის არ აპირებს კლინიკაში გადასვლას, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას კონსულტაციაზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთან.

მისი გზავნილები ყოველდღიურად საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ასევე, ვისაუბრეთ მეორე ტურთან დაკავშირებით. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ მეორე ტურში, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ იმ პოლიტიკური პატიმრობიდან, რომელ პოლიტიკურ პატიმრობაშიც ჰყავს დღეს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული