spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზოგადი განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გმირი და...

“ზოგადი განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გმირი და მისი დაკავება იმიტომ, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი – შეუძლებელია, წარმოუდგენელია” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების წერილსა და განცხადებებზე, სადაც საუბარია, სასამართლო რეფორმის საკითხზე და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მიზნებით დაპატიმრების თაობაზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აღნიშნავს, მართლმსაჯულების სისტემის უკანონობაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან სწორედ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილია:

,,550 პარლამენტარი არის ევროპაში, დამატებული კიდევ ქართველი პარლამენტარები, არასამთავრობოები, ზოგი საქართველოდან, ზოგი ექსპერტ საქართველოდან. ასე, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებით რაღაცა განცხადების გამკეთებელთა, ასე ვთქვათ, მსურველთა დეფიციტი, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ზოგადი განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გმირი, მისი დაკავება იმიტომ, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი – შეუძლებელია, წარმოუდგენელია, მასზე მსჯავრის განხორციელება არ შეიძლება და ზოგადად იმ პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელება, რაც ოპოზიციამ თავიდანვე დაიწყო, რომ საქართველოში სასამართლოს სისტემა არის უკანონო, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და იდეოლოგიური შეტევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...