პარასკევი, მარტი 27, 2026
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ...

“ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თბილისის მერის არჩევნების მე-2 ტურში ნიკა მელიას აძლევს ხმას და თავისი გადაწყვეტილების კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი. უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი მასთან დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და “ქართული ოცნების” სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება და აი, რატომ:

ნიკა მელია აუცილებლად ეცდება იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას, ამოძირკვავს პარტიულ თუ სანათესავო ნეპოტიზმს და მოაწესრიგებს მშენებლობის საკითხებს ორი მიზეზით – ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან “ქართული ოცნების” მართლმსაჯულება და ძალოვანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.

მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე.

სულ ეს არის…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე

რუსეთში მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში სავარაუდო...

“ერთიანობის ნაცვლად, საქართველოს ამ მტრებმა, საზოგადოება შუაზე გაგლიჯეს” – გია ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს...

“გარწმუნებთ, დადგება დრო, როდესაც კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც დღეს საკუთარ...

ტელეკომპანია "თრიალეთი" განცხადებას ავრცელებს და ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული შეხსენება/მოთხოვნებით...

“ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ სამძიმრის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი

დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი,...

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში...

“ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ...